Constitution: Georgian (KA)
Text of the Constitution of the Republic of Užupis: Georgian.
Credits: Užupis photo archive
Constitution of the Republic of Užupis (Georgian)
- ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ვილნიალეს გვერდით, ხოლო ვილნიალეს - იდინოს ადამიანთა გვერდით.
- ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხელი წყალი, ზამთარში გათბობა და საკუთარი ჭერი.
- ადამიანს აქვს სიკვდილის უფლება, ოღონდ ეს არაა მისი ვალი.
- ადამიანს აქვს უფლება, დაუშვას შეცდომა.
- ადამიანს აქვს უფლება იყოს ერთადერთი.
- ადამიანს აქვს უფლება, უყვარდეს.
- ადამიანს აქვს უფლება, არ იყოს საყვარელი, თუმცა ეს არაა აუცილებელი.
- ადამიანს აქვს უფლება, არაეფრსაც არ წარმოადგენდეს და, საერთოდაც, არ იყოს ცნობილი პიროვნება.
- ადამიანს აქვს უფლება, იზარმაცოს ანდა არაფერი არ აკეთოს.
- ადამიანს აქვს უფლება, უყვარდეს და პატივი სცეს კატებს.
- ადამიანს აქვს უფლება, იზრუნოს ძაღლებზე ერთ-ერთი მათგანის სიკვდილის ბოლომდე.
- ძაღლს აქვს უფლება, იყოს ძაღლი.
- კატა არაა ვალდებული, უყვარდეს თავისი პატრონი, მაგრამ განსაცდელში მის გვერდით უნდა იყოს.
- ადამიანს აქვს უფლება, ხანდახან დაივიწყოს, რომ მას აქვს მოვალეობა.
- ადამიანს აქვს უფლება, დაეჭვდეს, მაგრამ ეს არ არის მისი ვალდებულება.
- ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი.
- ადამიანს აქვს უფლება, იყოს უბედური.
- ადამიანს აქვს დუმილის უფლება.
- ადამიანს აქვს უფლება, სწამდეს.
- ადამიანს არა აქვს ძალადობის უფლება.
- ადამიანს აქვს უფლება, სწამდეს თავისი არარაობისა თუ სიდიადის.
- ადამიანს არა აქვს უფლება, ხელჰყოს მარადისობა.
- ადამიანს აქვს უფლება, გაიგოს.
- ადამიანს აქვს უფლება, ვერაფერიც ვერ გაიგოს.
- ადამიანს აქვს უფლება, იყოს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.
- ადამიანს აქვს უფლება, გადაიხადოს ან არ გადაიხადოს თავისი დაბადების დღე.
- ადამიანი ვალდებულია, გაიხსენოს ხოლმე თავისი სახლი.
- ადამიანს აქვს უფლება, გაუნაწილოს სხვებს ის, რაც აქვს.
- ადამიანს არა აქვს უფლება, გაუნაწილოს სხვებს ის, რაც არა აქვს.
- ადამიანს აქვს უფლება, ჰყავდეს ძმა, და და მშობლები.
- ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი.
- ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ თავისუფლებაზე.
- ადამიანს აქვს ტირილის უფლება.
- ადამიანს აქვს უფლება, ვერ გაუგონ.
- ადამიანს არა აქვს სხვისი დადანაშაულების უფლება.
- ადამიანს აქვს უფლება, იყოს პიროვნება.
- ადამიანს აქვს უფლება, არ ჰქონდეს არანაირი უფლება.
- ადამიანს აქვს უფლება, არ ეშინოდეს.
- არ დამარცხდე.
- არ გადათქვა.
- არ დანებდე.